[ვიდეო] ბიძინა ივანიშვილმა ხიბულას მოსახლეობას უთხრა: ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა
29-03-2019, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ქვეყნის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დაათვალიერა სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

 


ძველ ხიბულაში „ქართული ოცნების" თავმჯდომარის სტუმრობისას ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ სახლში ფონდი „ქართუ", ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მუზეუმს გახსნის, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, აშენდება ეკლესია და მოეწყობა პარკი.

 

 

 

 

ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებს შეხვდა და მათ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბუნებრივი აირითა და წყლით უზრუნველყოფას, ასევე ახალი საბავშვო ბაღის აშენებას დაჰპირდა. 

 

 

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, უთხრა ივანიშვილმა მოსახლეობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი