ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 922 000-მდე ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება
29-03-2019, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 922 000 - მდე ლარის ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

 


მუნიციპალიტეტის ოცდაორი ადმინისტრაციული ერთეულის 64 სოფელში, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ადგილობრივებმა საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

 


აღნიშნული პროექტების ნუსხა, რომელიც ახალქალაქის მერიამ შესათანხმებლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა, საკრებულოს წევრებმა 28 მარტის სხდომაზე №414 განკარგულებით დაამტკიცეს.

 

 

სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, გარე განათების სისტემის მოწყობა, ხიდების რემონტი, საბავშვო მოედნების მოწყობა, სპორტული ინვენტრის შეძენა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2019 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაიგეგმა.

 


ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მალე გამოცხადდება ტენდერები პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონამდე ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.

 

 

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი