ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამო „მოწამეობრივი ხვედრი ეროვნული გმირისა“ გაიმართა.
ღონისძიებაზე გაიხსენეს და კიდევ ერთხელ გააანალიზეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდთან - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან და მის თანამოაზრეებთან დაკავშირებული მოვლენები.
ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
„ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში დაიწყო იმ სახლის რეაბილიტაცია, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა. დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, დაათვალიერა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და ისაუბრა წყლის, გზის რეაბილიტაციასა და ეკლესიის მშენებლობაზე“, განუცხადა დამსწრე საზოგადოებას მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.