გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
რამაზ ბუდაღაშვილმა სოფელ გამარჯვებასა და სართიჭალაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროცესი დაათვლიერა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეგახსენებთ, ორივე ცენტრის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 288 196 ლარი იხარჯება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში დღესვე, მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო სოფელ სართიჭალაში, შიდა გზებისა და სართიჭალა-მუღანლოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონის მოწყობის პროცესს.
ადგილზე მოხდა ხუთი სოფლის(მარტყოფი, ნორიო,ახალსოფელი,ვაზიანი, ახალი სამგორი) წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების მონიტორინგიც, სადაც ამ ეტაპზე საქლორატოროს მოწყობა და სატუმბი სადგურის შენობის გადახურვის პროცესი მიმდინარეობს.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.