პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში, „შუადღის სტუდია“ განაცხადა.
ანზორ ბიწაძის თქმით, იგი დედასთან ერთად ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“ იქნება, რაშიც სრული მხარდაჭერა აქვს საბჭოს მთავარი წევრებისგან.
,,პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, ვიქნები ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“. ამ თვის ბოლოს გამოცხადდება თარიღი შემდეგი ყრილობის. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე. მე მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ ვიყო ღია კომუნიკაციაში ამომრჩეველთან. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. პირველ რიგში, რასაც მე ვაპირებ არის ის, რომ გავაგრძელო ის დაუღალავი შრომა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ხალხთან. დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია“, განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.