„გამოძიება რომ იყო ცუდად ჩატარებული, მურუსიძის ბრალია?“ - ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო
30-03-2019, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე კანონიერი გადაწვეტილება მივიღე, აღნიშნული განცხადება გირგვლიანის საქმის მოსამართლემ და ახლა უკვე უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, ლევან მურისიძემ გააკეთა.

 

 

მურისიძე სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში, რომელშიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაერთ დარღვევაზეა საუბარი, მის საწინააღმდეგო ჩანაწერებს ვერ ხედავს.

 

 

როგორც მან „ტვ. პირველის" გადაცემაში „პირველები" სტუმრობისას თქვა, გირგვლიანის საქმეზე პროკურატურის პასუხისმგებლობის გადაბრალება ლევან მურისიძეზე არასწორია.

 

 

„გამოძიება რომ იყო ცუდად ჩატარებული, მურუსიძის ბრალია?" განაცხადა მურუსიძემ და დასძინა:

 

 

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გირგვლიანის საქმე იყო არასრულყოფილად გამოძიებული და შემდეგიმ მიუხედავად იმ სასჯელისა, რაც იყო მისჯილი და ეს სასჯელი იყო არასაკმარისი, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ ბრალდებულებს ვადაზე ადრე დაეტოვებინათ საპატიმრო.... როდესაც არასრულყოფილად არის გამოძიებული საქმე, არის ორი ვარიანტი - თუ არის არასრულყოფილი და არ დადგება გამამტყუვნებელი განაჩენი - უნდა გავამართლო; თუ დადგება გამამტყუვნებელი განაჩენი - უნდა გავამტყუნო. ამიტომ, პროკურატურის პასუხისმგებლობის გადაბრალება ლევან მურისიძეზე, მიმაჩნია, რომ არ არის სწორი".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი