დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არსებობს არავითარი ნორმა, რომელიც გარე ტემპერატურის დროს, სამუშაოებს კრძალავს ან აჩერებს.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს.
“გაიჟღერა პროფკავშირების განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობებში არ უნდა იმუშაონ ადამიანებმა, ამასთან დაკავშირებით მინდა ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებით არ არსებობს არავითარი ნორმა, რომელიც სხვადასხვა გარე ტემპერატურის დროს კრძალავდეს ან აჩერებდეს სამსახურებს. საქართველოში არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელის მიხედვითაც დამსაქმებლებს ევალებათ, რომ დასაქმებულებს შეუქმნან სამუშაო პირობების კომფორტული რეჟიმი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მაღალი რისკჯგუფების წარმომადგენლებს სპეციალისტები რეკომენდაციებს აძლევენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ბევრი სითხის მიღებისა და დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ყოფნისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.