აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების და სასაფლაოს ტერიტორიების მოწესრიგება დაიწყო.
მიმდინარე წლის 30 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მერის წარმომადგენელთან თამაზ მაისურაძესთან ერთად, სოფელ ირის სასაფლაო მოინახულა და ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
უახლოეს მომავალში მოხდება სასაფლაოს ტერიტორიაზე ზეხმელი ხეების აკაფვა-ფორმირება და ტერიტორიის გასუფთავება.
დიმიტრი საყვარელიძემ ასევე მოინახულა ვატრის ხიდის სამშენებლო სამუშაოები და ადგილზე მომუშავე სპეციალისტებს გაესაუბრა.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.