„The Washington Post“-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ დამაზიანებელი შინაარსიის შემცველი ინფორმაციების შემოწმება მხოლოდ თავისი ორგანიზაციისთვის ძალზე დიდი ტვირთია და მოუწოდებს მთავრობებს ახალი კანონები შემუშავდეს, რომელიც ოთხი მიმართულების საკითხებს მოაწესრიგებს - კერძოდ, უზრუნველყოფს საზიანო შინაარსის ინფორმაციების შეზღუდვას, არჩევნების პატიოსნად და სამართლიანად წარმართვას, პირადი სივრცის დაცულობას და მონაცემთა გადატანას“.
„კანონმდებლები ხშირად მეუბნებიან მე, რომ ჩვენ მეტისმეტად დიდი ძალაუფლება გვაქვს სიტყვის თავისუფლების მხრივ და გულწრფელად ვეთანხმები მათ“, წერს ცუკერბერგი და განაგრძობს, რომ „ფეისბუქმა“ „შექმნა დამოუკიდებელი ორგანო და ადამიანებს შეუძლიათ გაასაჩივრონ ჩვენი გადაწყვეტილებები“ იმის შესახებ, თუ რა გამოქვეყნდა და რა იქნა ამოღებული.
იგი ასევე აღწერს ახალი წესების მისეულ ხედვას, რომელიც მას სურდა რომ ეხილა როგორც კანონი.
ცუკერბერგს სურს საერთო წესების დამკვიდრება, რომელიც სოციალური მედიის გვერდებმა უნდა დაიცვან, რომ გაკონტრლებული იყოს საზიანო ინფორმაციის გავრცელება;
უფრო გამკაცრებული კანონები მთელ მსოფლიოში, რომ დაცული იყოს არჩევნების პატიოსნება და სამართლიანობა და საერთო სტანდარტების დაწესება ყველა ვებგვერდითვის, რათა ინდენტიფიცირებული იყვნენ პოლიტიკური აქტორები;
კანონები, რომელიც არა მხოლოდ კანდიდატებსა და არჩევნებზე იქნება გამოყენებული, არამედ სხვა „აზრთა სხვადასხვაობის შემცველ პოლიტიკურ საკითხებზეც“ და კანონები, რომელიც გამოყენებული იქნება ოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიღმაც;
უფრო მეტი ქვეყანა, რომელიც გასულ წელს მიღებული ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის მსგავსად შეიმუშავებს პირადი ცხოვრების დაცვის კანონებს;
„მჯერა,ფეისბუქს აქვს ამ საკითხების გადაწყვეტის პასუხისმგებლობა და მოუთმენლად ველოდები აღნიშნულ თემებზე კანონმდებლებთან დისკუსიებს მთელი მსოფლიოს გარშემო“, აცხადებს ცუკერბერგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.