მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა თქვა - მე გპირდებით, წამოწექით დივანზე და მაცივარი სავსე გექნებათ, როგორც ჭორვილაშიო“
31-03-2019, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ივანიშვილი მე არ ჩამომიყვანია საქართველოში, შევარდნაძეს ჰყავდა ჩამოყვანილი, რადგან მის ოჯახს უხდიდა ფულს, შევარდნაძის დროს ჰქონდა სასახლე ზემოთ აშენებული და კარგად იყო მოწყობილი, კუდები ჰქონდა გადაფსკვნილი ჯოხთაბერიძესთან“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე.

 


„ხშირად ამბობენ, რა დემოკრატობანა აგიტყდა, ოკუპირებულია ტერიტორიები, რუსეთი, ამხელა უზარმაზარი ზვიგენი, რატომ აყრევინე ივანიშვილს კენჭიო. მაგრამ, მეორეს მხრივ, დაფიქრდით, ჩვენ შემოვედით „ვარდების რევოლუციის“ დროს ლოზუნგით - დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები და 2012-ში რომ გვეთქვა, ბოდიში, შემოვედით ლოზუნგებით, მაგრამ ახლა აღარ გვინდა დემოკრატია.. ჯერ ერთი, ვერავინ გაგვიგებდა და მეორე, ვუღალატებდით საკუთარ თავს. გარდა ამისა, ცდუნება იყო ძალიან დიდი ქართველი ხალხისთვის. ამ კაცმა თქვა, სააკაშვილი გთხოვთ მუშაობას და სწავლას, მე კი გპირდებით - წამოწექით დივანზე და მაცივარი სავსე გექნებათ, როგორც ჭორვილაშიო“, უთხრა ქართველ ემიგრანტებს სააკაშვილმა.

 


მან აღნიშნა, რომ მზად არის დაბრუნდეს საქართველოში.

 


„ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა. ეს იგივეა, მშობელს რომ შვილს უკლავენ და ამას წყნარად ვუყურო.

 


მზად ვარ საქართველოში ჩამოვიდე!..ამ სცენარისთვისაც მზად ვარ! თუ ამას მოყვება საქართველოს გამოფხიზლება.

 


ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის იმ ყველაფრის პირმშო, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ამ სახელმწიფოს ახლა კლავენ, ანადგურებენ.

 

 

ვინმეს ახსოვს საერთოდ, რის გამო ზის მერაბიშვილი?! მგონი, მერაბიშვილს აღარ ახსოვს თვითონ. რამდენი წელი?!

 

 

ახლა ვადას უგრძელებენ ბაჩო ახალაიას, გეგონება არ ყოფნის საერთოდ. ვინმემ თუ იცის, რაზე ზის ახალაია?!“

 

 

„დღეს როგორ არის - ირჩევ პარლამენტს ოთხი წლის ვადით და გეუბნებიან, ოთხი წელი ხელი არ შეუშალოთო.

 

 

რატომ არ უნდა შეუშალო, ვინ არიან? ოთხი წელი სად აქვს ქვეყანას?.. ოთხი წელი არის მთელი ეპოქა.

 

 

კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში მანქანების ნახევარი გერმანიაში ივლის მძღოლის გარეშე. კიდევ ხუთ-ექვს წელიწადში, იქნება ძალიან ბევრი მფრინავი მანქანა, იმიტომ, რომ საცობის პრობლემას სხვანაირად ვერ გადაწყვეტენ. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში ადამიანები მასობრივად გაფრინდებიან კოსმოსურ ტურიზმში. რეალურად ყველაფერი აქეთ მიდის და თქვენ რა გინდათ გვითხრათ, რომ ახლა მაგალითად, ბესელია რომ ავირჩიოთ კიდევ ხუთი წელი, ბესელიას უნდა ვუყუროთ, სანამ მსოფლიო კოსმოსში მიფრინავს? ზურაბიშვილი შვიდი წელი რომ ჰყავთ არჩეული, შვიდი წელი უნდა ვინახოთ, რომ ეს ჩაჩაჩული ქალი არის საქართველოს წარმომადგენელი?

 

 

საუბარი არის პირდაპირ დემოკრატიაზე! არ მოგვწონს პარლამენტარები - გამოვიწვიოთ. ჩამოვართვათ უმეტესი უფლებები. რითი არიან ისინი ჩვენზე ჭკვიანები? ვიღაც დეპუტატი თალაკვაძე, მესმის რომ კარგი პოეტია, მაგრამ რითი არიან ისინი უკეთესები?“

 


ჩვენ დროს - 2004-2005 წელს, რუსეთთან რომ დაიძაბა სიტუაცია, მოვიდნენ და მახარეს კონტრდაზვერვიდან, რომ ჩვენი ბიჭი მივუგზავნეთ რუსეთის ჯაშუშ ქალს, საელჩოს საფარქვეშ მოქმედი, მოაგვარა იმ ქალთან ურთიერთობა, ყველაფერი და ვიდეო გადაუღო გახარებულმა, ახლა მივაშანტაჟებთ და ჯაშუშს დავავერბოვკებთო. მე ვუთხარი, ეს ვიდეო წაშალეთ და არ გავიგო როდესმე, რომ მტრის წინააღმდეგაც კი იყენებდეთ პირად ვიდეოს-მეთქი. ეს იყო ჩემი პასუხი მტერზე გადაღებულ ვიდეოზე.

 


ჩვენ დროს ეს ვიდეო არასოდეს არსად არ გამოსულა. ხომ იცით, როგორც კი ეს სადმე გამოვიდოდა, იმ ხალხს ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე.

 

 

რომ იძახიან, სააკაშვილი იყენებდა შანტაჟისთვისო, უკაცრავად, თუ შანტაჟისთვის ვიყენებდი, რატომ ვერ დავაშანტაჟე?! სად არის აბა შანტაჟი?..

 


ივანიშვილმა გამოიყენა, იღებს და ავრცელებს, რადგან ასეთია ოლიგარქის წესი. ასლან აბაშიძე იღებდა და ავრცელებდა”, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი