დამზადებულია საქართველოში - ქართულ ბაზარზე დღეიდან ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ჩიფსი FRIXX-ი გაიყიდება. ახალი საწარმო, რომელიც 4 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პაულსენების ოჯახის ინვესტიცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე მეტყველებს და სხვა ბიზნესმენებისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემი მაგალითია.
„ეს არის ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში აბსოლუტურად ჯანსაღი ბიზნესგარემოა. სხვა შემთხვევაში პაულსენების ოჯახი ინვესტიციებს საქართველოში არ განახორციელებდა. ისინი 15 წელია, შეყვარებულნი არიან საქართველოზე და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ, სახელმწიფო და პაულსენების ოჯახი, ერთობლივად ვგეგმავთ, განვახორციელოთ სერიოზული ინვესტიცია მუხრანში, რათა აღვადგინოთ ის ისტორიული ძეგლები, რომლებიც საუკუნეებს ითვლის. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რა განწყობები აქვს ბატონ პაულსენს და ნაკლებად საინტერესოა, რას ფიქრობენ ოპონენტები, ეს არის საქართველოსადმი ნდობის მაგალითი, რომელიც დღითიდღე იზრდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.