საქართველოში ფრანგული ავიაკომპანია „Air France“ იწყებს ფრენებს. რეისის პირველი მგზავრი საქართველოს პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენილი „Air France“-ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და ამ წუთებში იგი განცხადებას აკეთებს.
პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო ძალიან დიდხანს ელოდებოდა საფრანგეთის ავიახაზების შემოსვლას. მან აღნიშნა, რომ ამით საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი ურთიერთობების ეტაპი იწყება.
„დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმ მხრივ, რომ საფრანგეთი ბრუნდება სიმბოლურად და ამით პასუხობს იმ მოლოდინს, რაც იყო საქართველოს მოლოდინი. ეს არის ახალი ეტაპი. რადგან საფრანგეთი დღეს თამაშობს ძალიან მზარდ როლს ევროპაში და საფრანგეთი ხდება მომავლის ლიდერი. ეს არის საქართველოსთვის დაბრუნება ევროპაში და ეს პირდაპირი კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველაფრისთვის. როცა ვამბობთ: მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში, სწორედ ამას ვგულისხმობთ. მეტი ტურისტი, მეტი ინვესტორი, მეტი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები, ეს ყველაფერი, 21-ე საუკუნეში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ასეთი პირდაპირი კავშირებით. მინდა ყველას მოგილოცოთ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც თბილისის აეროპორტში აცხადებენ, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს).
დღეისათვის Air France-ი ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.