უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე, 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.
„ეგზიტ პოლების“ თანახმად, ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30.4% აქვს მიღებული, ხოლო ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს 17.8%. მესამე ადგილზე იულია ტიმოშენკოა. მას 14.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.
„მე ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს არ არის საბოლოო ქმედება“, უთხრა BBC-ის ზელენსკიმ ინგლისურად.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში, ეტაპობრივად გამოაქვეყნებს პირველად შედეგებს.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი და პოროშენკო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.