Night Lab-ის პირველი ჰაკათონი დასრულდა
31-03-2019, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და “თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ერთობლივი პროექტის - Night Lab-ის პირველი ჰაკათონი, რომელიც 48 საათის განმავლობაში „ღვინის ქარხანაში“ მიმდინარეობდა დასრულდა.

 


Night Lab არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების სერია, რომლის ფარგლებშიც, კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, ახდენენ პროდუქტების ან ბიზნეს იდეების გენერირებას, რომლებსაც აღასრულებენ ან გარკვეულ ეტაპამდე მიჰყავთ.

 


სერიის მიზანია, ღამის ეკონომიკის ჭრილში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებისა და პროდუქტების განვითარება, ინოვაციური იდეების გენერირება და ხელშეწყობა.

 


Night Lab-ის პირველ ჰაკათონში 15 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც შესარჩევი ტური წარმატებით გაიარეს. შერჩეული გუნდები ორი დღის განმავლობაში გუნდური მუშაობის შედეგად და კომპეტენტური მენტორების ზედამხედველობის პირობებში მუშაობდნენ ციფრულ სერვისებზე, პროდუქტის პროტოტიპებზე, აპლიკაცია/ვებგვერდებზე, მოწყობილობებზე ან მონაცემების მოძიებისა და ვიზუალიზაციის საშუალებებზე, რომლებიც რელევანტური იქნება ღამის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

 


დასკვნით ღონისძიებაზე გუნდებმა საკუთარი პროექტები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს. სპეციალურად შემუშავებული შეფასების სისტემის მეშვეობით ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა: პირველი ადგილი - გუნდი “ამპლიტუდა”, მეორე ადგილი - Denoiser; მესამე ადგილი - Night Coin.

 


გამარჯვებულ გუნდებს 3 000, 2 000 და 1 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო და სხვა პრიზები გადაეცათ.

 


პროექტის პარტნიორები არიან: Orient Logic, Grant Thornton Georgia, Spark, Edison, Dunkin, Wendy's, და GITA. პროექტის მთავარი მედიაპარტნიორია 4U.ge

 

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი