„სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე საუბრისას.
„სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ სპეციალურად ცვლილება, რომელიც აძლევს გამოძიებას მეტ დროს ამ საქმის გამოძიებისათვის. შესაბამისად, არის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საბოლოოდ მიიყვანენ ამ საქმეს სათანადო დასასრულამდე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.