„მეძუძური დედა ვარ, მაშიმშილებენ“.... „მობრძანდეს ბახტაძე - ხალხის პრემიერ მინისტრი ხომაა“ - „დირსის" დასახლების კორპუსებთან, სადაც დევნილები შეიჭრნენ, პოლიციაა მობილიზებული
01-04-2019, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დირსის" დასახლების კორპუსებთან, სადაც მესამე დღეა 300-მდე დევნილია შეჭრილი, ამ წუთებში სამართალდამცავთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

 


150-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ.

 


პოლიცია იმ ორ კორპუსში, სადაც დევნილები შეიჭრნენ, არავის უშვებს, სამართალდამცავები არც შიგნიდან გარეთ გამოსულ მოქალაქეებს აძლევენ კორპუსებში დაბრუნების საშუალებას.

 


„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დევნილებს საკვები პროდუქტები, ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდებათ.

 

 

„მეძუძური დედა ვარ, მაშიმშილებენ, ბავშვია ცოდო", ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

 

 

„დირსის" დასახლების ორ კორპუსში შეჭრილები ადგილზე პრემიერ მინისტრის მისვლას მოითხოვენ.

 

 

„მობრძანდეს ბ-ნი ბახტაძე - ხალხის პრემიერ მინისტრი ხომაა, მობრძანდეს აქ - მოგვაქციოს ყურადღება და კანონიერად გაანაწილონ ბინები. უკანონოს ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ", განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი