ნიკა გვარამია: „სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც მიშა სააკაშვილის სიკვდილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“
01-04-2019, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პირველ პრეზდენტს, ზვიად გამსახურდიას „ვერავინ ვერ გადააჭარბებს ვერასდროს. ერთადერთი, ვინც მიუახლოვდა, იყო მიშა სააკაშვილი“, ხოლო „ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც სააკაშვილის სიკვდილი“.

 

 

„ზვიადი რჩება იმ სიდიადეში, რომლიდანაც მას ვერავინ ვერასოდეს ვერ გამოიყვანს. ის არის ამ ქვეყნისთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობის მომტანი. წერტილი. ამაზე მეტი არ არსებობს უბრალოდ და ზვიადს ვერავინ ვერ გადაახტება, ვერავინ ვერ გადააჭარბებს ვერასდროს. ერთადერთი, ვინც მიუახლოვდა, იყო მიშა სააკაშვილი, რომელმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მერე მოგვიტანა უკვე თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის სახე. ეს ორი ადამიანი იყო. ერთი განდევნეს და მოკლეს. მეორე განდევნეს და ვერ მოკლეს. ამაში, პირველ შემთხვევაში, შევარდნაძე იყო, მეორე შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი.

 


გვარამია დარწმუნებით ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც მიშა სააკაშვილის სიკვდილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“.

 


„ზვიად გამსახურდიაც გააგდეს საქართველოდან და ის უბრალოდ ჩეჩნეთს აფარებდა თავს და მიშა სააკაშვილიც გააგდეს საქართველოდან. საბედნიეროდ ის ცოცხალია, საბედნიეროდ ის მოღვაწეობს, 21-ე საუკუნეა და ამიტომ რთულია იმის გაკეთება, რაც მოხდა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით, თორემ სრულიად დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც მიშა სააკაშვილის სიკვდილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის საკუთარ თავზე აიღებს ამ ამბავს“, აცხადებს გვარამია.

 

კომენტარები: 2
#2   თამაზ
      
მიშა ისედაც ვიცი რომ ცუდად დაამთავრებს-(ამ ბოლო ხანებში უჩვეულოდ ბევრს და სახიფათოდ "ხტუნაობს") და ეს, გვარამიას ღრმა აზრიც სწორედ იმაზეა მიმართული რომ თუ რამე მოუვა მაგ ქინძს, ყველაფერი ივანიშვილს გადააბრალოს, მაგრამ მწარედ ცდება, ივანიშვილის ინტერესი სწორედ ისაა რომ მიშამ დიდ ხანს უყუროს და "დატკბეს" იმით თუ როგორ ვითარდება ქვეყანა უმისოდ...
2 აპრილი 2019 09:53
#1  mane
      
აბა რაა რა მიშა გადაობთ.მაგან ჩაიარა უკვე ნიკოლოზ გენაცვალე.
1 აპრილი 2019 12:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი