არ მეგულება არც ერთი ქართველი, ვინც ერთი მხრივ უდიდესი სიამაყით და მეორეს მხრივ, სინანულის გრძნობით არ გაიხსენებს 31 მარტს - სიამაყით იმიტომ, რომ 31 მარტი არის საქართველოს რეფერენდუმის ჩატარების დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
„ეს უდიდესი ფაქტი დიდი ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელთან ასოცირდება, ადამიანი რომელმაც თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნული თვითშეგნებისთვის, ეროვნული ღირებულებებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
მეორეს მხრივ, ნამდვილად დასანანია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ისევ ქართველების ხელით იქნა დამხობილი და სამშობლიდან განდევნილი.
მისი სიკვდილი კი, დღემდე ბურუსით არის მოცული და არ არის გამოძიებული. სანამ ყველა შეკითხვას პასუხი არ გაეცემა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილი შავ ლაქად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
და რაც ყველაზე გულსატკენია, ის იდეალები რისთვისაც ზვიად გამსახურდია იბრძოდა - ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი, ძლიერი, თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყანაში ეცხოვრა ეროვნული თვითშეგნებით, ჯერჯერობით კვლავ განუხორციელებელია.
ზვიად გამსახურდია არ არის რიგითი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ის იყო უდიდესი ეროვნული გმირი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, საქართველო იქნება გაერთიანებული, დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო. ზვიად გამსახურდია კი, ყველა თაობისთვის იქნება ისტორია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო", ამბობს ნინო ბურჯანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.