28-30 მარტს, ცაგერს 10-ამდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლებმაც ცაგერის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები პირადად მოინახულეს.
სტუმრებს ადგილობრივი მეწარმე ლევან ხმელიძე მასპინძლობდა, რომელიც ბოლო 5 წელიწადია, რაც აქტიურად დაუბრუნდა მაღალმთიან ლეჩხუმს, სოფელ ქორენიშს, ავითარებს აგროტურიზმს, აწარმოებს თაფლს, ღვინოს, სტუმრებს სთავაზობს საოჯახო სასტუმროსა და მარნის მომსახურებას.
ახალგაზრდა მეწარმემ თავისი საქმიანობისა და ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა,რომელსაც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად,სახელმწიფო რწმუნებული-არჩილ ჯაფარიძე დაესწრო.
მან წარმატება უსურვა მეწარმეს და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიურობა აგროტურიზმის განვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ტურისტული კომპანიების დაინტერესება კი, რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.