დავით ნარმანია ოლიმპიურ სოფელს ეწვია და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებს გაესაუბრა
29-07-2015, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებს გაესაუბრა.


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ოლიმპიადა ორგანიზებულად მიმდინარეობს, ოლიმპიურ სოფელში კი ახალგაზრდებს ვარჯიშისა და გართობის შესაძლებლობა აქვთ.


„პირველმა ორმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. მნიშვნელოვანია, რომ აქ დასვენების გარდა, გართობის შესაძლებლობაც აქვთ ახალგაზრდებს. სპეციალურად მათთვის მოწყობილია სავარჯიშო დარბაზი, საცურაო აუზი სხვადასხვა სახის ტრენაჟორებით. შეჯიბრებებზე ისინი ორგანიზებულად დადიან მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, ჯგუფის სპეციალური ხელმძღვანელების მეშვეობით. წესრიგშია, როგორც კვებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე უსაფრთხოებასთან, რაშიც შსს-ს შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან. დარწმუნებული ვარ, ასე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად გაგრძელდება ყველაფერი ოლიმპიადის ბოლომდე და თითოეული ახალგაზრდა, მწვრთნელი და სტუმარი მაქსიმალურად კმაყოფილი წავა ჩვენი ქალაქიდან“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.


„აბსოლუტურად ყველაფერი მიდის ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ყველანაირი პირობაა შექმნილი სპორტსმენებისთვის, რათა შეჯიბრისთვის მოემზადონ. საღამოობით დაგეგმილია ღონისძიებები მძიმე დღის შემდეგ სპორტსმენების განსატვირთად“,- განაცხადა ოლიმპიური სოფლის მერმა ლევან კობიაშვილმა.


კომპლექსი, სადაც ოლიმპიური სოფელი მდებარეობს, „ჰუალინგ ჯგუფის“ პროექტია. ის 9 საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას აერთიანებს.

 

 

ათლეტების სოფელში 4 000-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი ცხოვრობს. იგი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 000კვ.მ ფართობზეა გაშენებული. ფესტივალის მსვლელობის დროს ოლიმპიურ სოფელში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები - კონცერტები და შოუები ყოველდღე იმართება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი