ეკა ბესელია: მოსამართლეებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კაბინეტის ვერსიაში არის პარლამენტის როლი დაკნინებული და იუსტიციის საბჭოს აქვს გაშლილი ფრთები
01-04-2019, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები - ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

 

 

დეპუტატებმა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ როგორც უმრავლესობის, ასევე პარლამენტის 13 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე.

 


„კობახიძის კაბინეტის ვერსიაში არის პარლამენტის როლი დაკნინებული და იუსტიციის საბჭოს აქვს გაშლილი ფრთები", უთხრა ბესელიამ ჟურნალისტებს.

 

 

როგორც დეპუტატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დელეგაციას უთხრა, რომ კობახიძის მიერ მომზადებული პროექტი საფრთხისშემცველია.

 

 

„ვისაუბრეთ ორივე პროექტზე. მე ავუხსენი მათ რატომ მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის მომზადებული პროექტი საფრთხეს შეიცავს. მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი რეალურად არის ჩაკეტილი და მხოლოდ მოქმედი მოსამართლეებისთვის არის შესაძლებელი მასში მონაწილეობა და სასამართლო ხელისუფლებაში გარედან ვერავინ შემოვა ამ ვერსიით. კენჭისყრის ეს მოდელი - ხუთდონიანი ფილტრი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად უნდა დაიჩეხოს სია პარლამენტისთვის, რაც არის ცუდი ვერსია. ვესაუბრეთ, მათ შორის, ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე - კანდიდატებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია პარლამენტში, პრაქტიკულად, არ მოვა ამ მოდელით. ჩვენ ვერსიაზეც ძალიან დეტალურად ვისაუბრე. გრძელი სიის პრინციპი, რაც ჩვენ მოდელშია, ემსახურება იმას, რომ პარლამენტს რაც შეიძლება მეტი კარგი კანდიდატი წარედგინოს, რომ მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. იუსტიციის საბჭოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება რჩება - ის კონკურსს ატარებს, შეარჩევს და გადმოაგზავნის კანდიდატებს, მაგრამ არანაკლებ ერთ ვაკანტურ პოზიციაზე სამი მოსამართლის კანდიდატურას, რომ მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს პარლამენტს. ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ არის კარგი გამოცდილების მოდელები ევროპულ ქვეყნებში და ირაკლი კობახიძის ვერსია დაიწერა ექსკლუზიურად მხოლოდ ამ პროცესისთვის, რაც არ არის კარგი“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები უმრავლესობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გარდა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატებისა“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც შეხვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი