სალომე სამადაშვილი: ვენეციის კომისიას ხელისუფლება არ აძლევს დროს იმისთვის, რომ შედეგიანად იმუშაოს მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე
01-04-2019, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე სამადაშვილი და თინათინ ბოკუჩავა ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ.

 

 

სალომე სამადაშვილმა და თინათინ ბოკუჩამ ვენეციის კომისიის ექსპერტებს გააცნეს ფრაქციის მოსაზრებები და რეკომენდაციები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ და ვენეციის კომისიაში გადაგზავნილ კანონპროექტზე.

 

 

„ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი შეხედულებები კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვენეციის კომისიას, ფაქტიურად, ხელისუფლება არ აძლევს დროს იმისთვის, რომ შედეგიანად იმუშაოს ამ კანონპროექტზე. ვენეციის კომისია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული რამდენად სწრაფად მოასწრებს საკუთარი დასკვნების დაწერას და როგორც ჩანს, ეს პროცესი არის ფორმალობა“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი