"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრემიერ-მინისტრს, აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ამასთან დაკავშირებით ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის და შეწყალების კომისიის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო გაოგნებული ვარ. შეწყალება ჰუმანური აქტია, როგორ შეიძლება ქრისტიანი ადამიანი იყო ჰუმანური აქტის წინააღმდეგი? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დაუფიქრებელი განცხადებებით გამოირჩევა, საქართველოს პრეზიდენტი ჰუმანური აქტის გამოცემის გამო გააკრიტიკა. ბრალი დასდო კონკრეტული პირის უკანონოდ შეწყალების გამო და ქვეყნის პირველ პირს "ნაციონალი" უწოდა. სასიამოვნოა ფაქტია, რომ ქვეყნის პირველი პირი არ შევიდა პრემიერთან პოლემიკაში და სახელმწფოს იმიჯი გადაარჩინა. ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის განცხადება დაეგმო, აგორდა ბინძური კამპანია შეწყალების კომისიის ირგვლივ, რაც ქვეყანაში პოლიციური აზროვნების გაძლიერებაზე მიუთითებს. საქართველოში პოლიციურმა ძალადობამ პიკს მიაღწია, კვირა არ გავა სატელევიზიო ეთერის საშუალებით არ ვიხილოთ პოლიციური ძალადობის მსხვერპლი, არავის არ გვინახავს პრემიერ- მინისტრის განცხადება პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, პრემიერი აკეთებს განცხადებებს სასამართლოსთან, ჰუმანურ აქტთან, ნაფიც მსაჯულებთან მიმართებაში, რაც პრემიერის მხრიდან პოლიციური სახელმწიფოს შექმნის მცდელობაზე მეტყველებს. მე პატივს ვცემ ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ კონვენციის მესამე მუხლის (წამება არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა) დარღვევაში მხილებული პირი რევაზ ქობულია, ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ხმას არავინ იღებს. სამაგიეროდ აკეთებენ განცხადებას შეწყალების აქტთან მიმართებაში. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესს აზიანებს.
საქართველოს ისტორიაში ვერ იპოვით ვერც ერთ პრეცედენტს, რომ პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნოს პირი, რომელსაც დაზარალებული ბრალს სდებს, რომ აწამა და ნაწამებ პირს კოკა-კოლა იატაკიდან ენით აალოკინა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა (წამება არაადამიანური არაჰუმანური მოპყრობა) მოცემულ საქმეზე რევაზ დვალიშვილთან მიმართებაში. ხოლო, რევაზ დვალიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მთავარი მწამებელი რევაზ ქობულია წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნა.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი რევაზ დვალიშვილის წამების ფაქტზე გაჩუმებულია იმის გამო, რათა პრემიერ-მინისტრს არ აწყენინოს. სამაგიეროდ, აკრიტიკებს პრეზიდენტს ჰუმანური აქტის გამო, რათა პრემიერ-მინისტრს ასიამოვნოს. ჩემი შეფასებით, აღნიშნული ფაქტები პოლიტიკურ ელფერს იძენს, რასაც არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს დემოკრატიულ პროცესებთან.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიზიარებ იმ მოქალაქეების პოზიციას, რომლებიც შეწყალების კომისიას მოუწოდებენ პირველი რიგში ქალბატონები შეიწყალონ, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ. იმედია, შეწყალების კომისია გაითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას და პირველ რიგში შეიწყალებს იმ ქალბატონებს, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.