ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მერაბ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი-ფეხბურთში.
ტურნირის დაწყებამდე, მონაწილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მერაბ კიტიას ხსოვნას.
შეჯიბრში ქ. ხობის N1, ხობის N2, პირველი მაისის და ნოჯიხევის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
პირველობის გამარჯვებული და მერაბ კიტიას სახელობის თასის მფლობელი ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
მერაბ კიტია წლების მანძილზე მუშაობდა „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ცენტრში“ და ხობის N1 საჯარო სკოლაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.