პანკისის ხეობაში სპეცოპარაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება ომბუდსმენის ანგარიშს, რომელშიც თემირნალ მაჩალიკაშვილის საქმეც მოხვდა.
„ვითომ ხალხის წინაშე, ხალხის თვალში რაღაც აქვთ მტკიცებულებები გასაიდუმლოებული, მაგრამ სინამდვილეში იქ არაფერია ნინომ რომ ჩაიხედოს. ფაქტებთაც შემიძლია დავადასტურო, რომ იქ ჩასახედი არანაირი საქმე არ არის, არანაირი გასაიდუმლოებული არ არის. მტკიცებულებები არ არის. დღეს ისეთი სიტუაცია დგას ქვეყანაში, ამ საქმის 3% მაინც რომ გამჟღავნდეს, ამათ თავზე დაექცევათ ეს ქვეყანა. ამაში ვარ დარწმუნებული. საგამოძიებო კომისიას ჩვენ ისევ ვითხოვთ. აქ ყველაფერი ნათლად ჩანს. მე მებრძვის პროკურატურა, მებრძვის პარლამენტი, ხელისუფლებაც მებრძვის და ივანიშვილიც მებრძვის. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არანაირი სიმართლე არ გამჟღავნდეს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს საქმე ჩაკლან", აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.