პოლიტოლოგი გია ნოდია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კომიკოსის, ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას ეხმაურება და აცხადებს: „ის, რომ [უკრაინაში] პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე კომიკოსი, არა მგონია მთლად ჯანსაღი ამბავი იყოს, მით უმეტეს, ომში მყოფი ქვეყნისთვის“.
პოლიტოლოგი „ფეისბუქზე“ წერს, რომ უჭირს ჩამოყალბდეს თუ ვისი მოგება უნდა მეორე ტურში და ამბობს: „მაინც პოროშენკოსკენ ვიხრები იმ აზრით, რომ ნაცნობი სიდიდეა, რაღაც სფეროებში პროგრესს მიაღწია, პროდასავლურ კურსსაც ნამდვილად არ გადაუხვევს“.
„ის, რომ ოპოზიციის კანდიდატმა პირველი ტური დიდი უპირატესობით მოიგო, უკრაინის შედარებით დემოკრატიულობაზე მეტყველებს. არ ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ ზელენსკი და მის უკან მდგომი კოლომოისკი პრორუსული ფიგურები არიან - ჯერჯერობით ამის თქმის უფლება არ გვაქვს. პირიქით, კოლომოისკიმ აქამდე საპირისპირო ნიშნით წარმოაჩინა თავი.
მაგრამ ის, რომ პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე კომიკოსი, არა მგონია მთლად ჯანსაღი ამბავი იყოს, მით უმეტეს, ომში მყოფი ქვეყნისთვის. შეიძლება მხოლოდ ვიმარჩიელოთ, როგორი იქნება პრეზიდენტის სავარძელში ან უნარების, ან პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. არც ის ვიცით, ჩამოყალიბდება ზელენსკი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად თუ „კოლომოისკის კაცად“ დარჩება.
მიჭირს ჩამოვყალიბდე, ვისი მოგება მინდა მეორე ტურში. მაინც პოროშენკოსკენ ვიხრები იმ აზრით, რომ ნაცნობი სიდიდეა, რაღაც სფეროებში პროგრესს მიაღწია, პროდასავლურ კურსსაც ნამდვილად არ გადაუხვევს. შეიძლება, უკრაინის ქაოტურ პოლიტიკურ ლანდშაფტში ბევრად უკეთესის მიღწევა ძნელი იყო.
მეორეს მხრივ, ზელენსკის გაურკვევლობა შეიძლება პლუს ნიშნით შეაფასო. „ახალი ცოცხი“ ამ ქვეყანას მართლა ძალიან სჭირდება, იქნებ ზელენსკი გამოდგეს ამ როლისთვის? თუ ზელენსკი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და უნარიანი ლიდერი აღმოჩნდა, ეს დასავლეთში უკრაინის იმიჯსაც წაადგება: ანტი-სემიტ ნაციონალისტ ლიდერად მისი წარმოჩენა უფრო ძნელი იქნება“, აცხადებს გია ნოდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.