წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ 30-31 მარტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები, მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდენენ.
,,მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა-დადგენა, ყველა ოჯახს ოპერატიულად დავეხმარებით, მივიღებთ შესაბამის ზომებს დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და საჯარო სკოლების, ასევე სხვა დაზიანებული ობიექტების სახურავების გამოსაცვლელად’’, აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებულია (გადახდილია სახურავი) ) 25 კერძო სახლი, 5 მრავალსართულიანი კორპუსი და ორი საჯარო სკოლა(სოფელ რიონისა და ქვილიშორის), ასევე ერთი სოფლის კლუბის შენობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.