სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი დევი ჭანკოტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში მალე მიღებას ელოდება
02-04-2019, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, მინდა, რომ შევიდე მათ რიგებში, ალბათ მალე მიმიღებენ - უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ 24 მარტს გამართულ ყრილობაზე საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ.

 


„აქ ვიმყოფები სტუმრის სტატუსით. აბსოლუტურად ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, პროგრამას და მხარს ვუჭერ.

 


იმედი მაქვს, გაიმარჯვებენ არჩევნებში და საქართველოს ეყოლება ნამდვილი პატრიოტი, ეროვნული მთავრობა და პარლამენტი. აუცილებლად მინდა, რომ შევიდე მათ რიგებში. ალბათ მალე მიმიღებენ“, განაცხადა დევი ჭანკოტაძემ, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილ სამხედროებთან ერთად დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოდიოდა.

 


საარჩევნო კამპანიის დროს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი და მთავარსარდალი ვერ იქნება ის ადამიანი, ვინც „დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში“. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს“, – აღნიშნა მან.

 

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
თლა გამოლენჩებულხარ შე საცოდავო! am
25 აპრილი 2019 12:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი