„მივაწოდეთ ინფორმაცია დღეს არსებული ვითარების შესახებ“ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
02-04-2019, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის წევრები იუსტიციის საბჭოს წევრებს შეხვდნენ. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წევრებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

 

 

„მივაწოდეთ ინფორმაცია ვენეციის კომისიას დღეს არსებული ვითარების შესახებ, ასევე კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები და შენიშვნები, რომელიც გვაქვს.

 

 

ველოდებით, რომ ვენეციის კომისია მიგვითითებს ისეთ ობიექტურ, გამჭვირვალე პროცედურებზე და კრიტერიუმებზე, რომ საბჭომ, ერთის მხირვ, შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება და პროცესი ჩიხში არ შევიდეს და დროულად დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო და მეორეს მხრივ, ეს პროცედურები იყოს მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის", განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

 

ვენეციის კომისიის წევრები გუშინ, 1-ელ აპრილს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებსაც შეხვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი