13 ივნისს, თბილისში, სტიქიის დროს დაკარგული, 27 წლის სერგო კაპანაძის დეიდა, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ნინო თევდორაძე აცხადებს, უკვე 45 დღეა სერგო კაპანაძეს უშედეგოდ ეძებენ.
“უკვე აღარ ვიცით ვის მივმართოთ, 45 დღეა სერგოს უშედეგოდ ვეძებთ, გამოვიდეს ხელისუფლებიდან ვინმე და გვითხრან ეძებენ თუ არ ეძებენ, ვთხოვ ყველას, მთავრობას, პოლიციას, მოქალაქეებს დამეხმარონ რომ მოვძებნოთ, იქნებ მტკვარმა წაიღო და გადარჩა, მაგრამ ამნეზია აქვს, ესაა ჩემი ბოლო იმედი. ყველას, განსაკუთრებით კი თბილისიდან აზერბაიჯანამდე მტკვრის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას,უმორჩილესად ვთხოვ დახმარებას”, – განაცხადა ნინო თევდორაძემ.
შეგახსენებთ, სერგო კაპანაძე სტიქიის დროს დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, დები ზარანდიები რამდენიმე დღეში გარდაცვლილები იპოვეს, სერგო კაპანაძეს კი ამ დრომე უშედეგოდ ეძებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.