ვალერი გელბახიანი: „ამას წყალი არ გაუვა, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში ბრუნდება... „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფაა... გამარჯვებული სააკაშვილი უკვე სხვა ძალაა“
02-04-2019, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში დაბრუნდება, რაც „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფა“ იქნება, რადგან „გამარჯვებული სააკაშვილი უკვე სხვა ძალაა“.

 

 

როგორც გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში განაცხადა, „სააკაშვილის რეფორმები აღიარებულია ყველგან, თვით რუსეთშიც“, ზელენსკი კი, რომელიც ამომრჩეველს კორუფციის დამარცხებას ჰპირდება, რეფორმების გამტარებელი „თვითონ არ არის და სჭირდება ხელები“ ეს ხელები ყოფილი დეპუტატის აზრით, სააკაშვილშია - „უსააკაშვილოდ ეს რეფორმები არ კეთდება“.

 

 

„ზელენსკიმ ერთი თვის წინ თქვა, რომ მე რომ ვიქნები პრეზიდენტიო, ძალიან ბევრ უკრაინულ ოჯახს ავატირებო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ დაჭერებს ვაპირებო, რომ კორუფცია აღმოვფხვრაო. მაგრამ, სამაგიეროდო, რომ დავტოვებ საპრეზიდენტო პოსტსო, მეო ტაშით გამაცილებენო. რეფორმატორების ხარჯზე უნდა ამის გაკეთება. მის თვალში, ქართული გუნდის გარდა არავინ არ არის, ანუ მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ის ქართული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი და სააკაშვილის რეფორმები აღიარებულია სხვათა შორის ყველგან, თვით რუსეთმა პოლიციის რეფორმა გადაიღო სააკაშვილიდან და მოსკოვში პრესაში იწერებოდა: სააკაშვილის რეფორმა რუსეთშიო. იმათ ვერ გააკეთეს, მხოლოდ სახელი გადაარქვეს, არ გამოუვიდათ რეფორმა. ის რეფორმა რომ გამოგივიდეს, ის პოლიცია უნდა დაითხოვო და ახალი პოლიცია უნდა მოიყვანო, იმათმა ძველი კადრები ჩატოვეს და კორუფცია დარჩა, დაარქვი რაც გინდა. ამიტომ, უკრაინაშიც რომ განახორციელო ეს დიამეტრალური ანუ მწვავე რეფორმები და მტკივნეული რეფორმები, ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში უნდა წავიდეს და მთლიანად უნდა დატოვოს შემადგენლობები პოლიციამაც, პროკურატურამაც, სასამართლომაც, გამოიცვალოს ეს სისტემა მთლიანად. ამას, რა თქმა უნდა, უმადურობის დიდი ტალღა მოყვება, როგორც საქართველოში მოყვა, მაგრამ სამაგიეროდ, უკრაინა წავა დასავლეთის ცხოვრების წესისკენ.

 

 

ზელენსკი ამის გამკეთებელი თვითონ არ არის, თვითონ იდეა აქვს და სჭირდება ხელები. ეს ხელები სააკაშვილშია. ანუ ერთი მხრივ რუსეთია პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანის, მეორე მხრივ, უსააკაშვილოდ ეს რეფორმები არ კეთდება. მე არ ვამბობ, რომ არჩევანი არ აქვს. შექმნის იქ ანტიკორუფციულ საბჭოს, დანიშნავს სააკაშვილს ალბათ ამ საბჭოს თავმჯდომარედ და ეტყვის: აჰა, შენ გინდოდა რეფორმები? გააკეთე რეფორმები, მაგრამ პრემიერ მინიტრს რომ ისეთი მაღალი სტატუსი აქვს, რომ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება ხარ, ეს რუსეთისთვის არის ძალიან გამაღიზიანებელი და მეორე, ისეთი საფრთხის მატარებელი, რომელიც დასწრებაზე იქნება და რუსეთი არ დაელოდება უკრაინას, როდის დაასწრებს. ერთი რამ ცხადია, საააკაშვილი მოდის, უკრაინის ხელისუფლებაში ბრუნდება, ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში. ამას წყალი არ გაუვა, ჩანს ეს. რატომ გადადგა მიშა სააკაშვილმა ნაბიჯი ორი კვირის წინ რომ პარტიის თავმჯდომარეობა გადააბარა სხვას, გადადის უკრაინულ პოლიტიკაში და მას აღარ სცალია დიდი ქართული პოლიტიკისთვის... „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფაა... გამარჯვებული სააკაშვილი უკვე სხვა ძალაა“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი