თერჯოლაში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაიხსენეს
02-04-2019, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლაში საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია გაიხსენეს.

 

 

დროშებითა და ტრანსფარანტებით მოეწყო მსვლელობა ქალაქის ცენტრში, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

 

 

მემორიალთან მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის აღსაზრდელებისა და ანსამბლ „მასპინძელოს“ მონაწილეობით გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კომპოზიცია, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ზვიად გამსახურდიას ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

 


„საქართველოს განსაცდელის ჟამს ყოველთვის მოევლინებოდა გმირი, რომელიც გამოაფხიზლებდა ერს, მტერთან ბრძოლის ჟინით აღავსებდა და წინ გაუძღვებოდა. ასეთმა გმირებმა მოიტანეს საქართველო დღემდე. მადლობა მათ, მადლობა პირველ პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას საქართველოს ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის. დიდება გმირებს, რომელთა უკვდავ სახელს დავიწყება არ უწერია“, აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ.

 

 

ღონისძიებაში, რომელიც თერჯოლის მერიის კულტურის სამსახურისა და მისი ხელმძღვანელის გურამ თურქაძის ორგანიზატორობით მოეწყო, მონაწილეობდნენ მერიისა და საკრებულოს, ა(ა)იპების თანამშრომლები, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი