გიორგი გახარია: დასაქმებულთა უსაფრთხოებას ახალი რეგულაციები დაიცავს
02-04-2019, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება.

 

 

გიორგი გახარიას თქმით, ყველა კომპანიისა და საწარმოსთვის სექტემბრიდან ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც დასაქმებულთა უსაფრთხოებას დაიცავს.

 


„ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა. საერთოდ, შრომის უფლების დაცვა და შრომის უსაფრთხოების დაცვა, მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

 

კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია, თებერვლიდან, ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და როგორც მახსოვს, პირველის სექტემბრიდან ამოქმედება ყველა სახის კომპანიისა და საწარმოებისთვის. ახალი რეგულაციები დაიცავს.

 

 

რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები ქვეყანაში, სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობდა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გარკვეული აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადია. მთავარია, სახელმწიფოს ნება და კანონმდებლობა არსებობს და პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს ზრუნვა თითოეული ჩვენგანის", განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი