მმართველი პოლიტიკური გუნდის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებას ეთანხმება.
გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო, ბესელია ამბობს:
„სხვათა შორის, ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს შეფასებებში. ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავინ აღმოჩნდა რაიმე ავტორიტეტისა და სანდოობის, რომელიც პარტიის წევრებთან კომუნიკაციას ეფექტურად შეძლებდა. მან დაინახა, რომ დაბრალებულ ლიდერებს, რომლებსაც გარკვეული პოზიციები ჰქონდათ, თუმცა არა პოლიტიკური გამოცდილება და სანდოობა, რათა პროცესები სწორად წარემართათ, პარტია ჩიხში შეჰყავდათ.
ვნახეთ ძალიან რთული კრიზისული მომენტები, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ როლში იძულებით დაბრუნდა. დღეს ფაქტია, მის გარდა არავინაა, ვინც გარკვეული პროცესის წარმმართველია. ალბათ, ყველაფერს აქვს დასასრული. არჩევნებზე ვნახოთ, ხალხი გადაწყვეტს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.