თბილისში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
02-04-2019, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონში, ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 

 

მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

 

 

„ფორე მოსულიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. შემდეგი ეტაპი უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები მაისის ბოლოსთვის დასრულდება. მსგავსი მასშტაბური სამუშაოები ყველა რაიონში მიმდინარეობს, რათა ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. ასევე, აღდგება მწვანე ზოლი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.

 

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 672 400 ლარია.

 

 

მოსულიშვილის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და გულია გოცირიძე იმყოფებოდნენ.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი