ვლადიმერ პუტინი: ძალიან გვიხარია, რომ ოლიმპიადაზე ქართველების გუნდი ჩამოვიდა
10-02-2014, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა სასიხარულოა.

 

 

პუტინს სოჭში ქართველმა ჟურნალისტებმა კითხვა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს რუკაზე ღრუბლების დაფარების საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს, თუმცა, პუტინმა აღნიშნა, რომ უსაფუძვლოდ რაღაცეების მოგონება საჭირო არ არის.

 

 

"სისულელეა. საჭირო არ არის უსაფუძვლოდ რაღაცეების მოგონება. ძალიან გვიხარია, რომ ქართველების გუნდი ჩამოვიდა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობებს, იქაც კი, სადაც ეს შეუძლებელად და რთულად მიგაჩნია" - აღნიშნა პუტინმა.

 

 

მისი თქმით, ოლიმპიადის პერიოდში თბილისიდან სოჭის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფრენები ოლიმპიადის შემდეგაც შენარჩუნდება.

 

 

"ამიტომ, ოლიმპიური თამაშები ეს არის პლიუსი და ხელს შეუწყობს საქართველოსთან ურთიერთობების დამყარებას"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.

 

 

"წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს. ისინი ყოველთვის კარგად გამოდიან ზაფხულის თამაშებზე. განსაკუთრებით ჩემს საყვარელ სპორტის სახეობაში - ძიუდოში. საქართველოს ნაკრები აქ ყოველთვის ერთ-ერთი ლიდერია"-განაცხადა პუტინმა.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/36846-putini-dzalian-gvikharia-rom-olimpiadaze-qarthvelebis-gundi-chamovida.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი