დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონალურ საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტეტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი - იოსებ ღარიბაშვილი.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.