თერჯოლაში 30-31 მარტის ძლიერი ქარის შედეგების სალიკვიდაციო ზომების გატარება ოპერატიულად დაიწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილეებმა მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არჩილ ქოჩიაშვილმა, საკრებულოში თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა დაზარალებული ოჯახები ადგილზე მოინახულეს და სახურავის შესაკეთებელი თუნუქის მასალის გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.
„სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით დაზიანებულია 4 საცხოვრებელი სახლის, 1 საბავშვო ბაღისა და 1 კულტურის სახლის სახურავი. დღეს გადავეცით სახურავისათვის გოფრირებული თუნუქის მასალა. უახლოეს დღეებში კი დაზარალებულ მოსახლეობას ხის, რკინისა და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო სხვა მასალა გადაეცემა“, განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ, როგორც ამას მერიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.