თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას 70 ათას ლარამდე გაზრდის
03-04-2019, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში“, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული ოპერაციის დაფინანსება მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ერთი წლის განმავლობაში, მერიამ უკვე ათი პაციენტი დააფინანსა.

 

 

„დედაქალაქის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 ათასი ლარით აფინანსებს. ეს ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომლის განხორციელებაც ერთი წლის წინ დავიწყეთ. საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა - დაახლოებით, 120 000-ლარიანი და ჩვენ ნახევარს, 60 ათას ლარს ვაფინანსებთ. დღეიდან კი ცვლილება შემოგვაქვს და კიდევ 10 000 ლარს ვამატებთ. ანუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 70 000 ლარით დაფინანსდება. გასულ წელს აღნიშნული პროგრამით ათი ოპერაცია დავაფინანსეთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერის თქმით, დაფინანსებას ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში არიან რეგისტრირებულნი.

 

 

„ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა ვისურვებდი, რომ არავის არასდროს დასჭირდეს მსგავსი ტიპის ოპერაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული“, აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი