კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს რამდენიმე დავალება მისცა
03-04-2019, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას რამდენიმე დავალება მისცა.

 

 

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, მისი თქმით, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქალაქს და მის სისუფთავეზე ზრუნავენ, მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ადამიანების შრომა ნამდვილად დასაფასებელია.

 

 

თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, მომზადდეს მხატვრული მინათების პროექტი პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობებისთვის.

 

 

„ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით ტერიტორია საკმაოდ მოუწესრიგებელია. ეს განსაკუთრებით ღამის საათებში ჩანს. მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება. წითელი, ყვითელი, ლურჯი - ეს არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულ ადგილს.

 

 

არადა ეს ისტორიული ადგილია. მინდა დაგავალოთ, რომ გააკეთოთ პროექტი, რომ ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩაჯდეს, ერთნაირი განათება იყოს. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, რომლის რეაბილიტაციაც გავაკეთეთ, კლდის მხატვრულად მინათების სამუშაოების პროექტიც მოამზადოთ, რათა ესეც მოწესრიგებული იყოს. ეს ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ მართლაც ულამაზესი გამოვიდა და მიმაჩნია, რომ მხატვრული მინათების პირობებში ის უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი გახდება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ამასთან, თბილისის მერმა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით არსებული ტერიტორიის - მდინარე ვერეს ხეობის ფერდობის დასუფთავება სთხოვა, რომელიც ძირითადად, თამარაშვილისა და წყნეთის ქუჩის მოსახლეობის მიერ სამშენებლო ნარჩენით არის დაბინძურებული.

 

 

„ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად დავასუფთაოთ და მოვაწესრიგოთ ეს ტერიტორია. ასევე, მინდა, მოსახლეობასაც ვუთხრა, რომ ხევში ნაგვის გადაყრა კატეგორიულად მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, მათ უნდა გაითვალისწინონ, რადგან იქ ცხოვრობენ და არ მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს იმ პირობებში ცხოვრება, რაც ამ კონკრეტულ ადგილზე ხდება. ცოტა რთული რელიეფია, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ამ ტერიტორიის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლად უნდა დასუფთავდეს თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელები. არ არის კარგი მდგომარეობა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი