გაზაფხულის დადგომასთან ერთად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების განხორციელების პირველი ეტაპი დაიწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს - ჯგუფის ხელმძღვანელს, შავლეგო ნონიაძეს და ჯგუფის უფროსს, თორნიკე ზაქაიძეს შეხვდნენ.
მერის წარმომადგენლებმა მონიტორინგის ჯგუფისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს.
„ამჟამად არის დათბობის სეზონი, როცა მავნებელი გამოზამთრების რეჟიმიდან გამოდის და ბუნებას უბრუნდება. სწორედ ახლა უნდა დაიწყოს მასიური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში, როგორ და რა მეთოდებით ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას", განაცხადა შავლეგო ნონიაძემ.
წყალტუბო მუნიციპალიტეტის მერმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა მონიტორინგი ჯგუფს. ჯგუფის წარმომადგენლებმა მერის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.