[ვიდეო]: კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
03-04-2019, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

 

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და აეროპორტისკენ მიმავალი ცენტრალური გზა სრულად მოწესრიგდება.

 

 

 

 

„ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება - კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დავიწყეთ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ორივე მიმართულებით გზის საერთო სიგრძე, რომელიც შეიცვლება და მოწესრიგდება, დაახლოებით, 23 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეო გრუპი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში, გამწვანდება და მოწესრიგდება გამყოფი ზოლები, განათების ბოძები კი სანათებიანად შეიცვლება. შეზღუდვის დროს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სათადარიგო ზოლებით ისარგებლონ, რომელთა რეაბილიტაცია გასულ წელს დავამთავრეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ღირებულებით, ასევე, იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქის შემოსასვლელია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე და ქვეყანაზე შთაბეჭდილება პირველად ამ გზით ექმნებათ. შესაბამისად, ის მაქსიმალურად მოწესრიგებული, განახლებული და თანამედროვე იქნება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

 

 

სამუშაოების პერიოდში ცენტრალური სავალი ნაწილი სრულად შეიზღუდება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლებით შეძლებენ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.

 

 

გასულ წელს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლებისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია განახორციელა. გზატკეცილზე მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს.

 

 

კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერთან ერთად, ისნისა და სამგორის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი