იხილეთ მიშისტი მეუფის გარდასახვა მოთაფლულ ბიძინისტად, ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას „რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუს.
„პირადად მე არ გამკვირვებია. როდესაც ეს ბატონი საპატრიარქოს ტელევიზიას ხელმძღვანელობდა, ჩვენ ისეთი ცენზურა დაგვიწესა, რაც თვით ნაცმოძრაობასაც არ დასიზმრებია.
სანამ ეს ღვთით მოვაჭრე ყანდურები წყვეტენ ჩვენს ბედს, ნამდვილად არაფერი გვეშველება. ბოდიში, თუ ვინმეს გული ვატკინე. კაცმა პატრიარქი ლამის ანათემას გადასცა და ბიძინაზე ერთი გადაბრუნებული სიტყვა ინგამაც კი, ვერ ათქმევინა", წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც გადაცემაში სტუმრობისას, მეუფე პეტრემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ უთხრა, რომ ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ საპატრიარქომ იშუამდგომლოს და პრეზიდენტმა შეიწყალოს.
მანვე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა და ასეთ შემთხვევაში თავს „შეურაცხყოფილად იგრძნობდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.