საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიურ ფესტივალზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძიუდოისტები დააჯილდოვა.
"უზომოდ გახარებული ვარ. ეს მართლაც საოცარი დღეა. მინდა მივესალმო ჩვენს ჩემპიონს. მინდა ვუთხრა მას დიდი მადლობა მთელი ქვეყნის სახელით იმიტომ, რომ მან ძალიან გაგვახარა. ეს არის პირველი ოქრო და მჯერა, რომ კიდევ ბევრ ოქროს ავიღებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, სჯეროდა თუ არა, რომ ოქროს მოიგებდა ქართველი ძიუდოისტი, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, სჯეროდა. "მთავარია, რომ ჩვენ გამარჯვების გვჯეროდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი რობიზონ ბეგლარიშვილი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.