საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი იყო პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იტალიის ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა.
საუბრისას განიხილეს თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობა, რაც იტალიური კომპანიების მიერ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ გაცნობას და ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებას უზრუნველყოფს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს და რისთვისაც ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება.
პრემიერმა იტალიის მთავრობას საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამაზე ბოლო პერიოდში გამართული მაღალი დონის შეხვედრებიც მეტყველებს.
პრემიერ მინისტრმა იტალიის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.