პრემიერ მინისტრმა ახალგაზრდა ქართველ გამომგონებლებს უმასპინძლა
03-04-2019, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მენტორს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.

 

 

მთავრობის მეთაურმა მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის წინსვლის საქმეში.

 

 

პრემიერი გამარჯვებული პროექტის ავტორებს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ ესაუბრა, რომლის მიზანია, სხვადასხვა საფეხურზე განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

 

 

„ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ინოვაციური იდეების კონკურსებში იმარჯვებენ. საქართველოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ტალანტი და თქვენი წარმატება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია", მიმართა პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მნიშვნელობა, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება, ზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს უწყობს ახალ მიღწევებს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

 

 

NASA-ში პროექტის „ბარნის სმარტ ლაბირინთი" შემქმნელი გუნდის -„ობერტონის" ხუთი მოსწავლე მიემგზავრება. სოფიო ჩიხლაძის (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია), მარიამ გამრეკელაშვილის, გიორგი რიგიშვილის, ალექსანდრე ქაჯაიას - (გიმნაზია„აია-GESS") და იონა იობიძის (ქუთაისის სკოლა „პროგრესი") მიერ შექმნილი „ბარნის სმარტ ლაბირინთი" ავტომატიზებულს ხდის კვლევისა და დაკვირვების პროცესს და ის მეცნიერებს დაეხმარება, ლაბორატორიული ექსპერიმენტებისას შეაფასონ ცხოველებში სივრცითი ხედვა და მეხსიერება. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

 

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლიდან ახორციელებს.

 

 

შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი