თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის ცენტრში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ფრიდონ კუტალაძესთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბორანი “ შეასრულებს და მასზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 517 237 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.