ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ინტელექტ-ჩემპიონატი „ხობის ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის 27 სკოლის 76 მოსწავლე მონაწილეობდა.
2018-2019 სასწავლო წლის „ხობის ეტალონი მოსწავლე“, პირველი მაისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ანი ბერაია გახდა (85 ქულა), მეორე ადგილი ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გურამ შონიამ (80 ქულა); ხოლო, მესამე ადგილი ხამისკურის საჯარო სკოლის მოსწავლემ მეგი ქირიამ (80 ქულა) დაიკავეს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.