შალვა ნათელაშვილი: „ვ. პუტინმა ბიძინა ივანიშვილს, დღევანდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორ პატრუშევის მეშვეობით პირდაპირ დაავალა „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება“
03-04-2019, 18:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აბსოლუტურად სწორს ამბობს ექსპრეზიდენტი“, აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების -„პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემს მიმართ სიმპათია“ - შესახებ.

 


ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ ვარდების რევოლუციის მხარდასაჭერად მთელი კრემლის ადმინისტრაცია მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, ხოლო „ვითარებაში გარდატეხა შევიდა მაშინ, როდესაც ვ. პუტინმა ბიძინა ივანიშვილს, დღევანდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორ პატრუშევის მეშვეობით პირდაპირ დაავალა „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება“.

 


„გარდა დასავლეთის მხარდაჭერისა ხელისუფლებაში მოსასვლელად მ. სააკაშვილს გადამწყვეტი თანადგომა აღმოუჩინა სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა. სხვა საქმეა რაზე მოილაპარაკეს და რაში გადააგდეს მერე ერთმანეთი, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ისაა,რომ ამ გარიგებაში საქართველო კოზაკივით გაიჭყლიტა და საჯარიმოდ 20 პროცენტი ტერიტორიაც ჩამოგვართვეს. ჩემს თვალწინ მუდმივად ცოცხლდება კადრები როგორ მუშაობდა მთელი კრემლის ადმინისტრაცია ნაცების სასარგებლოდ. გადამწყვეტ ლობირებას ახორციელებდნენ პრიმაკოვის დაჯგუფება, მაშინდელი საგარეო საქმეთ მინისტრი იგორ ივანოვი, უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძე, რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხკვიშვილი, ხოლო რევოლუციის წინ მთლი ქართველი მეღვინეები და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები შეყარეს მოსკოვში რუსეთის უშიშროების კურირებით და დაავალეს რევოლუციის დაფინანსება. თუმცა რაღა შორს წავიდეთ. ვითარებაში გარდატეხა შევიდა მაშინ, როდესაც ვ.პუტინმა ბიძინა ივანიშვილს, დღევანდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორ პატრუშევის მეშვეობით პირდაპირ დაავალა „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება. იმავდროულად მოსკოვის მთელი კონტრპიარი მოდიოდა ჩემს წინააღმდეგ. კარგად იცოდნენ ქვეყნის საზიანო რაიმე დაპირებას არ მივცემდი. სწორედ მაშინ გაიცა განკარგულება, რომ რუსეთთან დაკავშირებულ არც ერთ ქართველ ბიზნესმენს არ დაეფინანსებინა ლეიბორისტული პარტია და ეს მითითება დღემდე ძალაშია. აღარ მინდა ახლა ძალიან ღრმად გადავვარდე ისტორიაში. მოკლე დასკვნა კი აქედან ასეთია: სანამ გარედან დაგემილი სცენარებით იმოქმედებს ქართული პოლიტიკა მანამდე გაგრძელდება ჩვენი შაგრენის ტყავივით განლევის პროცესი და მას ვერაფერი შეაჩერებს, თვით აღმაშენებელიც რომ გაცოცხლდეს“, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი