მესტიაში საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა
03-04-2019, 18:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დასრულდა საჯარო განხილვა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც გაიმართა დღეს, სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში.

 


საჯარო განხილვის ფორმატის ფარგლებში შესაბამისი მოხსენებები წარადგინეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა.

 

 

შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

 

 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, საქართველოს მოქალაქეებისათვის თანაბარი შესაძლებლობების გაჩენის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების, საერთო კეთილდღეობის ამაღლებისა და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის. სტრატეგიის მიზნების მისაღწევად შემდეგი ამოცანებია გათვალისწინებული - ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი